04:05 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-29 13:16:11, 3358 ნახვა

კომენტარი
თემირლან მაჩალიკაშვილის დედა: დაისაჯოს ის სპეცრაზმელი, რომელმაც ჩემს შვილს ესროლა

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი იმ სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს, ვინც მის შვილს ესროლა.

მარგოშვილი მისი შვილის ტერორიზმთან, კერძოდ კი, ახმედ ჩატაევთან კავშირს გამორიცხავს.

“მე იმ ღამითაც განვაცხადე, მისამართი ხომ არ შეგეშალათ თქო, რამდენიც გინდათ გაჩხრიკეთ, ვერაფერს ვერ ნახავთ. ჩემი მოთხოვნა არის, სასტიკად დაისაჯოს ეგ სპეცრაზმელი ჩემ თვალწინ“, - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა,კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, პანკისის ხეობაში 4, თბილისში კი, 1 პირი დააკავა. მათ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედებათ ბრალად. სპეცოპერაციის დროს, ერთი პირი დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, იგი ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანას ცდილობდა და სამართალდამცველებმა სწორედ ამის გამო გაუხსნეს ცეცხლი.მაჩალიკაშვილი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან, თბილისში, "მიხაილოვის" საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics