02:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-28 21:36:20, 3596 ნახვა

კომენტარი
დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა: შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენთან სპეცრაზმი შეცდომით შემოვიდა

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ მის ოჯახში სპეცრაზმი შეცდომით შევიდა. 

მაჩალიკაშვილი მისი შვილის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. 

„რასაც აბრალებენ აბსურდია, სიმართლეს არ შეესაბამება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ შეცდომით ხომ არ მოვიდნენ მეთქი. ალბათ მისამართი შეეშალათ. სახელმწიფო სტრუქტურებმა ყველაფერი კარგად უნდა იცოდნენ, სად უნდა ესროლონ, რა უნდა აკეთონ. გრანტებია აღებული, ვითომ ტერორისტებს ებრძვიან, ეს ფული სისხლში უნდა ამოიღონ, ვიღაც ჩემნაირი უბედური უნდა გამონახონ“, - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა,კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, პანკისის ხეობაში 4, თბილისში კი, 1 პირი დააკავა. მათ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედებათ ბრალად. სპეცოპერაციის დროს, ერთი პირი დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, იგი ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანას ცდილობდა და სამართალდამცველებმა სწორედ ამის გამო გაუხსნეს ცეცხლი.მაჩალიკაშვილი თბილისში, "მიხაილოვის" საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics