04:06 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 18:34:22, 2201 ნახვა

კომენტარი
ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო განხილვა მიმდინარეობს

ჯანდაცვის კომიტეტზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონპროექტს და მასთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

სხდომა სამ საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა კვორუმის არ არსებობის გამო,  იმ დროს ვერ ჩატარდა. საქმე იმაშია, რომ კომიტეტის 7 წევრი ცვლილებებს ეწინააღმდეგება და კომიტეტის მუშაობაშიც არ მონაწილეობს.  ეს დეპუტატები არიან: მირიან წიკლაური, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, დიმიტრი მხეიძე და კობა ნარჩემაშვილი.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, კვორუმი ოპოზიციონერი დეპუტატების დახმარებით  შედგა.

კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს პირის მიერ პირადი მოხმარების მიზნით, ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენების  და მცირე ოდენობით ფლობის კრიმინალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში. კანონპროექტების ავტორი საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმაა, ცვლილების ინიციატორები აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე და სოფიო ქაცარავა არიან.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics