|
2017-12-25 15:00:06, 1822 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი: გვაქვს ვიდეო მასალა, რომელზეც ასახულია, როგორ უწევს ზვიად რატიანი წინააღმდეგობას პოლიციელებს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სამართალდამცველებს პოეტ ზვიად რატიანის შეჩერების საკმარისი საფუძველი ჰქონდათ. როგორც მან „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რატიანი ნასვამი მდგომარეობაში იმყოფებოდა და საეჭვოდ იქცეოდა. „ამ ეტაპზე არსებული მასალებით დგინდება, რომ ის პოლიციის თანამშრომლებმა ბანკომატთან შეაჩერეს, რადგან მიიჩნიეს საეჭვოდ. თუ ისევ კანონის მოთხოვნებს ნაბიჯ–ნაბიჯ გავყვებით, ზვიად რატიანი იყო ბანკომატთან, იქცეოდა საეჭვოდ, იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ბოლო პერიოდში, თუ გავითვალისწინებთ იმ დანაშაულის ფაქტებს, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხდებოდა, რის გამოც გადაწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპოლიციო კონტროლის განხორციელება, დამეთანხმებით, რომ საკმარისი საფუძველი ბატონი ზვიად რატიანის შეჩერებისა არსებობდა. რაც შეეხება, თუ როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები – ჩვენ გუშინ საზოგადოებას ვუთხარით, რომ ჩვენ გვაქვს ვიდეო მასალა, რომელზეც დეტალურად არის ასახული, როგორ უწევს ზვიად რატიანი წინააღმდეგობას პოლიციის თანამშრომლებს. ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლისას დააკავეს. რატიანი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა დაკავებისას უფლებამოსილებას გადააჭარბეს. ის პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)