05:40 - 26 Jun, 2026
|
2017-12-25 11:36:09, 2340 ნახვა
კომენტარი
გუგა ქაშიბაძე: ხანძრის შედეგად დაშავებულებს პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობები აღენიშნებათ
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებულებს პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობები აღენიშნებათ. როგორც ქაშიბაძემ აღნიშნა, დამწვრობის ცენტრში სულ 2 პაციენტია მოთავსებული. "ორი პაციენტი შემოვიდა ჩვენს კლინიკაში. 59 წლის ქალბატონს აღენიშნება სხეულის 40%-ის დამწვრობა, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი მილების დაზიანება. ასევე, ახალგაზრდა მამაკაცია შემოყვანილი, რომელსაც სხეულის 20%-ის დამწვრობა, დამწვრობითი შოკი და სასუნთქი მილების დაზიანება აღენიშნება. ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში არიან მოთავსებული. დიაგნოზი საკმაოდ სერიოზულია", - განაცხადა ქაშიბაძემ. შეგახსენებთ, ცაბაძის ქუჩაზე გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)