10:27 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-18 14:29:01, 690 ნახვა

რეგიონი
ზურაბ თენიეშვილმა წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან ერთად, დუმბაძეების ოჯახს სურსათი და საახალწლო საჩუქრები გადასცა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი წითელი ჯვრის ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ჩაქვში მცხოვრებ დუმბაძეების ოჯახს ეწვია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ოჯახში ორი შეზღუდული შესაძლებლობის პირი ცხოვრობს, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.

დუმბაძეებმა აჭარის მთავრობასა და სამინისტროს ბავშვის საკვები პროდუქტით უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართეს. სამთავრობო უწყებებმა ოჯახს წითელ ჯვართან უშუამდგომლეს და მათი დახმარებით, დუმბაძეებს ბავშვის საკვებ პროდუქტთან ერთად სურსათი და საახალწლო საჩუქრები გადაეცა.

საქველმოქმედო აქციაში წითელ ჯვართან ერთად კომპანია „ჰუმანა“ მონაწილეობდა. კომპანიამ ოჯახის პატარა წევრისთვის საკვები მესამედ გამოყო. აქციაში, ასევე, მონაწილეობდნენ კომპანია „ჰუმანას“ აჭარის წარმომადგენელი და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი ოთარ დავითაძე და წითელი ჯვრის მოხალისეები. დუმბაძეების ოჯახის უფროს წევრს სამინისტროს პროგრამის ფარგლებში მიღებული აქვს სავარძელ-ეტლი. საჭიროების შემთხვევაში მას ეტლი 2018 წლის პროგრამის ფარგლებშიც გადაეცემა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics