|
2015-05-08 16:01:06, 485 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისიამ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მესამე პროგრესული ანგარიში გამოაქვეყნა
ევროკომისიამ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მესამე პროგრესული ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ 2014 წლის ოქტომბერში გახსნილი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზა 15 ძირითად მოთხოვნას გულისხმობდა. დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ამ 15 მოთხოვნას შორის „შესრულებულად“ ჩაითვალა 7 მოთხოვნა; 4 მოთხოვნა ჩაითვალა „თითქმის შესრულებულად“, ხოლო კიდევ 4 ჩაითვალა „ნაწილობრივ შესრულებულად“, ოღონდ − „შემდგომი პროგრესის კარგი პერსპექტივით“. შესრულებულია: დოკუმენტების უსაფრთხოება; საზღვრების მართვა; ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან; სასამართლოების თანამშრომლობა; პერსონალურ მონაცემთა დაცვა; გადაადგილების თავისუფლება. თითქმის შესრულებულია: მიგრაციის მართვა; ფულის გათეთრება; სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობა; უმცირესობათა უფლებები. ნაწილობრივ შესრულებულია შემდგომი პროგრესის კარგი პერსპექტივით: თავშესაფარი; ბრძოლა ადამიანით ვაჭრობასთან; კორუფციასთან ბრძოლა; ბრძოლა ნარკოტიკებთან. ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის 4 ბლოკის შესრულების მხრივ არის არსებითი, რაც გამოხატავს ქვეყნის მტკიცე ნებას, შეასრულოს დასახული ამოცანები. ეს არის ძალზე ფართო და მასშტაბური შრომისა და ძალისხმევის შედეგი. ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების ღრმა ანალიზი იძლევა საშუალებას, დავასკვნათ, რომ ოთხივე ბლოკის მიმართულებით ქვეყანაში მოქმედი საკანონმდებლო და სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასთან დაკავშირებული სისტემები, აგრეთვე, სახელმწიფოს ინსტიტუციური და ორგანიზაციული ხასიათის პრინციპები და პროცედურები, ძირითადად, შეესაბამება საუკეთესო ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ამდენად, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველომ ფართოდ შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზა. დასასრულს, კომისიამ მიიჩნია, რომ ამ ძალზე მნიშვნელოვანი და არსებითი პროგრესის გამო, რომელსაც საქართველომ სულ რამდენიმე თვეში მიაღწია, კომისია მზად არის, დაადგინოს შემდეგი ანგარიშის გამოქვეყნების ვადა, იმ პირობით, რომ საქართველო გააგრძელებს ასეთივე სწრაფი ტემპით დარჩენილი პირობების შესრულებას. ანგარიშში მოცემულია გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა შესრულება შეფასებული იქნება როგორც საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპის დასრულება. კომისიის შემდეგი ანგარიში 2015 წლის ბოლომდე მომზადდება.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)