14:03 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 12:50:57, 2828 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: აზრთა სხვადასხვაობაა გარემოს დაცვასთან და კითხვები არსებობს დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებით

„არის განსაკუთრებული, ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობა გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ასევე, გარკვეული კითხვები არსებობს დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით შედგება დამატებითი კონსულტაციები და  შემდეგ  დავუბრუნდებით საპარლამენტო განხილვას",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტის განხილვის გადადების მიზეზი განმარტა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დროს და კონსულტაციებს საჭიროებს.

„ჩვენ განვიხილავთ საკმაოდ მსხვილ პაკეტს, რომლის განხილვა საჭიროებს დროს, კონსულტაციებს და აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა გადადება განხილვისა. ამ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით მომდევნო კვირაში. რა თქმა უნდა, აქტუალურია ისეთი საკითხები, როგორიცაა სამინისტროების შერწყმა. როგორც მოგეხსენებათ, არის განსაკუთრებული, ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობა გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ასევე, გარკვეული კითხვები არსებობს დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით შედგება დამატებითი კონსულტაციები და  კონსულტაციების შემდეგ უკვე დავუბრუნდებით საპარლამენტო განხილვას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics