21:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 19:07:17, 1869 ნახვა

კომენტარი
ლომჯარია: დავიცავ ჩემს მიმართ რადიკალურად განწყობილ ადამიანთა კონსტიტუციურ უფლებებსაც

ნინო ლომჯარია მის სახალხო დამცველად არჩევას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზეც ეხმაურება.

ის დეპუტატებს, პოლიტიკურ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ლომჯარია მზადაა, ყველა ადამიანთან ითანამშრომლოს და განურჩევლად  ყველა მოქალაქის უფლებები დაიცვას:

„დიდი მადლობა ყველას! ძალიან ემოციურია ჩემთვის ამხელა მხარდაჭერა როგორც საქართველოს პარლამენტის და სხვა პოლიტიკური ძალების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან! ვგრძნობ ყველა მოქალაქის, ინტერესთა ჯგუფების წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას! მადლობა პოლიციას, რომელიც იცავს დღეს ომბუცმების ინსტიტუტის უსაფრთხიებას! მე შევხვდები ყველას ვისაც სურს ჩემთან საუბარი და დავიცავ ჩემ მიმართ რადიკალურად განწყობილ ადამიანთა კონსტიტუციურ უფლებებსაც!“,-წერს ნინო ლომჯარია.

პარლამენტმა სახალხო დამცველის  თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა. 

ლომჯარიას  მხარი  96-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 5-მა დეპუტატმა მისცა.

ლომჯარია უფლებამოსილების შესრულებას 8 დეკემბრიდან შეუდგება.

 ჯერ კიდევ მოქმედ ომბუდსმენს უჩა ნანუაშვილს კი უფლებამოსილების ვადა  7 დეკემბერს ეწურება.

ლომჯარია ომბუდსმენის თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებს.

ნინო ლომჯარია პროფესიით იურისტია. ის მთავარი აუდიტორის მოადგილის  პოსტს იკავებდა. მანამდე კი  "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო"  საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი იყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics