23:13 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 12:12:41, 1806 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: სამშენებლო წესების დარღვევას ჩვენი მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება

„კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მომდევნო წლების განმავლობაში, ეს არის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად 41-ე დადგენილებაში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. კახა კალაძის თქმით, ახალი წესები მეტწილად სახანძრო უსაფრთხოებას ეხება. 

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანების უსაფრთხოება. ამიტომ უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება ჩვენი მხრიდან  სამშენებლო წესების დარღვევას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა ასევე უნებართვო და პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობებზე. კახა კალაძემ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს მკაცრი ზომების მიღება და დროული დემონტაჟის სამუშაოების დაწყება დაავალა.

„მინდა ზედამხედველობის სამსახურს და მის ხელმძღვანელს გიორგი ბაგრატიონს დავავალო მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა,  მკაცრი ზომების მიღება და დროული დემონტაჟის სამუშაოების დაწყება, რადგან ქალაქში ძალიან მომრავლდა ისეთი შენობა-ნაგებობები, რომელიც  დედაქალაქის იერსახეს ამახინჯებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics