14:53 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 19:05:53, 1832 ნახვა

ეკონომიკა
თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა შუალედური კორიდორისა და აბრეშუმის გზის ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კავშირგაბმულობის მინისტრმა, აჰმედ არსლანმა შუალედური კორიდორის პროექტებში აბრეშუმის გზის ინიციატივის მონაწილე სხვა ქვეყნების ჩართვის მიზანშეწონილობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვაშენებთ, გვირაბებს, ხიდებს და ეს ყველაფერი ჩვენი ამოცანებია. თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, - დიახ, ჩვენ ვთანამშრომლობთ კორიდორის ასპექტში, მაგრამ ეს არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ამ სამი ქვეყნით. ჩვენ გვჭირდება, რომ ეს თანამშრომლობა იყოს სხვა ქვეყნებთან ამ სარტყელის გასწვრივ“,-  განაცხადა  აჰმედ არსლანმა.

თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო  საქმეთა და კავშირგაბმულობის მინისტრმა შუალედური კორიდორის პროექტის მიზნების რეალიზებისათვის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა თურქეთის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, რომლითაც აჰმედ არსლანის განცხადებით მეზობელი ქვეყნებიც შეძლებენ სარგებლობას.

„თურქეთი წამყვანი ქვეყანაა აბრეშუმის გზის გეოგრაფიაში. ჩვენ არ ვიზღუდებით მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ვახორციელებთ ისეთ საფინანსო მოდელს, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის კერძო სექტორს მიიზიდავს.“ - აღნიშნა მან.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics