|
2015-05-07 10:17:00, 365 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილემ ვაშინგტონში შეხვედრები გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით დონდუამ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლსა და კონგრესში შეხვედრები გამართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტში დავით დონდუა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდს და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხებში, ერინ ბარკლის შეხვდა. თეთრ სახლში საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწესთან ევროპის საკითხებში, ჩარლზ კაპჩანთან, პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწესთან რუსეთისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, სელესტ ვოლანდერთან და ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველთან ევროპის საკითხებში, მაიკლ კარპენტერთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვდა აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მრჩევლებს. უწყების ცნობით. შეხვედრებისას მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე და პერსპექტიულ საკითხებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ქართულმა დელეგაციამ ამერიკელ პარტნიორებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციასთან მიმართებაში, მიმდინარე და დაგეგმილი რეგიონული ეკონომიკური პროექტების და ინფრასტრუქტურული განვითარების შესახებ. მხარეებმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისა და ნატოს ვარშავის სამიტისათვის მზადების შესახებ. აშშ-ის მხარემ ტრადიციულად მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული კონსოლიდაციის და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით მხარეებმა ასევე აღნიშნეს დაგეგმილი ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობა.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)