02:16 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 10:44:45, 1995 ნახვა

კომენტარი
სერგო რატიანი: სახალხო დამცველის კანდიდატურა ხელისუფლებაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს

ევროპული საქართველოს წევრის სერგო რატიანის განცხადებით, ოპოზიციისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ოთხივე კანდიდატი მისაღებია,  თუმცა მხარდაჭერა დამოკიდებული იქნება კანდიდატის ავტორიტეტსა და გამოცდილებაზე.

‘’სახალხო დამცველის კანდიდატურა, ევროპული საქართველოსთვის ორიენტირი იქნება,  თუ რაზე შეთანხმდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ თავად შევაფასებთ და მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორი ავტორიტეტი აქვს ამ სფეროში, განვლილი გზა და აუცილებელი პირობაა, რომ ის არ უნდა იყოს დამოკიდებული ხელისუფლებაზე,“ - აღნიშნა „ევროპული საქართველოს” წევრმა  სერგო რატიანმა.

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს სახალხო დამცველის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურები შესთავაზეს.

არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებული 4 კანდიდატია: ნინო ლომჯარია, ანა ნაცვლიშვილი, ვახუშტი მენაბდე და ზვიად ქორიძე.

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics