|
2017-11-24 10:44:17, 819 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციას ერზურუმის სახელმწიფო და საუნივერსიტეტო კლინიკებში უმასპინძლეს
თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ერზურუმში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებსა და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს ათათურქის სახელობის საუნივერსიტეტო და რეგიონული კვლევითი კლინიკების ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს. ერზურუმის სახელმწიფო კვლევით კლინიკა მომავალი წლის მიწურულს 1200 საწოლზე გათვლილ ახალ საავადმყოფოს გახსნის, მოქმედი კლინიკის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარებს. მანამდე სამედიცინო დაწესებულება პაციენტებს მომსახურებას 250 საწოლზე გათვლილი თანამედროვე ტიპის სამედიცინო ცენტრში სთავაზობს. გასულ წელს კლინიკამ მომსახურება 2500 უცხოელ პაციენტს გაუწია. აქედან სამედიცინო ტურიზმით ისარგებლა საქართველოს შვიდმა მოქალაქემ. რაც შეეხება ათათურქის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას, აქაც კონფერენციის მონაწილეებისათვის მოეწყო პრეზენტაცია და სერვისების გაცნობა. სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით. კლინიკა 1450 საწოლზეა გათვლილი, წლის განმავლობაში ემსახურება მილიონამდე პაციენტს, აქვს 25 საოპერაციო ბლოკი. დასაქმებულია 2650 თანამშრომელი, აქედან 576 მედიკოსი პარალელურად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. აღნიშულ კლინიკაში ტარდება ძვლის ტვინის, ღვიძლისა და თირკმლის გადანერგვის ოპერაციები.
ერზურუმის რეგიონული კვლევითი ცენტრის ვებ-გვერდი: http://www.erzurumbeah.saglik.gov.tr/index.php ათათურქის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ვებ-გვერდი: http://hastane.atauni.edu.tr/
(NS)
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)