11:11 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 14:16:57, 2404 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: შოთა შალელაშვილის განცხადება თეა წულუკიანის მიმართ არაკორექტულია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თანაგუნდელის, შოთა შალელაშვილის მიერ იუსტიციის მინისტრის მიმართ გაკეთებულ განცხადებას არაკორექტულს უწოდებს.

„ჩვენი კოლეგის განცხადება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიმართ არაკორექტულია. თეა წულუკიანი წლების განმავლობაში ემსახურებოდა ადამიანის უფლებების დაცვის რთულ საქმეს, იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ და იუსტიციის მინისტრის რანგში მის საქმიანობას წარმატებულად ვაფასებთ: მისი უშუალო ლიდერობით არაერთი მიმართულებით დაიხვეწა კანონმდებლობა, განვითარდა საჯარო სერვისების დაფარვა და ხარისხი, წარმატებით შესრულდა ვიზა-ლიბერალიზაციის ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები“, - აცხადებს თალკვაძე.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა შალელაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მიერ სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებულ განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა და აღნიშნა, რომ „ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება „ქართული ოცნების“ არც ერთ ლიდერს არ გაუკეთებია“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics