05:17 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 16:42:10, 1812 ნახვა

კომენტარი
ნუკრი ქანთარია რატიანს: გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ ნაპოლეონი

„ქართული ოცნების“  დეპუტატი  ნუკრი ქანთარია საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის სერგო რატიანის განცხადებას  გამოეხმაურა, რომლის  თანახმადაც

მისი თანაგუნდელი გოგა ონიანი პოლიტპატიმარია.

„გიმეცადინიათ ბატონო სერგო, ბევრი შრომა ჩაგიდიათ  ამ გამოსვლისთვის,  სამწუხაროდ არ გამოდის, არ არის სიმართლე რასაც ამბობთ, გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია როგორც თქვენ ნაპოლეონი. ასე რომ ჯობია ალბათ სიმართლისკენ მაინც მოვიხედოთ, რეალობას უფრო დავუგდოთ ყური და  თვალი.

სულ  მიკვირდა, ისე ჩაივლის დღევანდელი განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ახსენებენ მეთქი და როგორც იქნა მაინც ახსენეს და კიდევ ერთხელ დააზუსტეს , რომ ბიძინას გარეშე მზე არ სუფევს მათთვის ცის კამარაზე. რამდენიც არ უნდა იძახოთ ამ კაცის სახელი, მისი არც ჭკუა მოგემატებათ, არც შესაძლებლობები. ასე რომ, დაუკვირდით ამასაც“,-მიმართა ქანთარიამ რატიანს.

ცნობისთვის, პარლამენტის დღევანდელ საშემოდგომო სესიაზე  უმცირესობის წევრმა სერო რატიანმა განაცხადა, რომ საქართველოს გოგა ონიანის სახით კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ჰყავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics