05:16 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 12:39:31, 1874 ნახვა

კომენტარი
მიხეილ გიორგაძე: შტატის შემცირება მხოლოდ სპორტის სამინისტროს არ შეეხება

კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ადმინისტრაციულ ნაწილში ოპტიმიზაცია გარდაუვალია.

ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, შტატის შემცირება  მხოლოდ სპორტის სამინისტროს არ შეეხება:

„მე სულაც არ ვგულისხმობ შტატის შემცირებაში მხოლოდ სპორტის სამინისტროს, ჩვენ თუ ერთიანი უწყების ლოგიკაში განვიხილავთ ამას, ორივე საშტატო განრიგი თავიდან იქნება გადახედილი.140 თანამშრომელი გვყავს ჩვენ და 106, ან 116-სპორტის სამინისტროს“,-აღნიშნა  მიხეილ გიორგაძემ.

რა ხარჯები დაიზოგება ცვლილებების თანახმად, აღნიშნულის თაობაზე, სავარაუდოდ, მთავრობის მომდევნო სხდომაზე გახდება ცნობილი.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და ამ მინისტრის თანამდებობას მიხეილ გიორგაძე დაიკავებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics