|
2015-05-06 09:23:08, 337 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა დამსწრე საზოგადოებას პოლონეთის ეროვნული დღე მიულოცა და სიტყვით მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა გამოსვლისას საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ორი სახელმწიფოს ისტორიულ მეგობრობას ხაზი გაუსვა. „ჩვენს პოლონელ მეგობრებთან ყოველთვის გვქონდა მნიშვნელოვანი თანამშრომლობა წარსულში და გვექნება მომავალშიც. საქართველომ გამოცადა ძლიერი მხარდაჭერა პოლონელი ხალხის მხრიდან. ყველა მიღწევა - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, უელსის სამიტი, რომელსაც აღვნიშნავდით 2014 წელს დაკავშირებულია ჩვენს პოლონელ მეგობრებთან და იმ ერის ძალიან ძლიერ, ერთგულ და მხარდამჭერ პოზიციასთნ, რომელმაც კარგად იცის ომისა და მშვიდობის, მეგობრობის, მომავალი გეგმების წარმატების ფასი. დღეს, პირველ რიგში, ასევე მსურს მივულოცო ჩვენს პოლონელ დიასპორას საქართველოში. მათ ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის მომავალში; ისინი წარმოადგენენ ქართული რეალობის ნაწილს, რაც კიდევ უფრო აუმჯობესებს და აძლიერებს ჩვენს რეალობას. რა თქმა უნდა, საქართველოს ევროპული არჩევანი უალტერნატივოა და ეს არჩევანი მიიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროპული ერების გაერთიანებაში, რომელსაც მივეკუთვნებით, და სადაც პოლონელ მეგობრებთან ერთად გავავითარებთ ძლიერ და უფრო ერთგულ პარტნიორობას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანჟეი ჩიეშკოვსკიმ გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილეობისათვის და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე საქართველო-პოლონეთს შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე. პოლონთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)