05:40 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 12:17:51, 1976 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე გაემგზავრა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე სტრასბურგში გაემგზავრა.

მინისტრი ფორუმზე სიტყვით ხვალ გამოვა და ყურადღებას გაამახვილებს „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) პლატფორმაზე საქართველოს წარმატების შესახებ.

„საქართველოს წარმატება „OGP"-ზე იმით დადასტურდა, რომ ქვეყანას აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა მიმდინარე წლის სექტემბერში გადმოებარა. ამასთან, მინისტრი ფორუმის მონაწილეებს „OGP"-ის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრიორიტეტებსაც გააცნობს“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

ცნობისთვის, დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი სტრასბურგში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მაღალი პატრონაჟით იმართება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics