05:40 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 18:24:03, 1930 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრე გრიგალავა: იმედი მაქვს, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას აუცილებლად მოვიპოვებთ

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა მმართველ გუნდსა და ადგილობრივ ამომრჩეველს თანადგომისთვის მადლობას უხდის.

ამის შესახებ გრიგალავამ მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში შეკრებილ ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მინდა, „ქართული ოცნების“ ლიდერებს დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ჩვენ გვერდით იმყოფებიან. მარტვილში არჩევნების მეორე ტური იმართება, სადაც იმედი მაქვს, გამარჯვებას აუცილებლად მოვიპოვებთ“, - მიმართა მერობის კანდიდატმა ადგილობრივ ამომრჩეველს.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები დღეს, ქუთაისის შემდეგ, მარტვილში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას, რომელიც მარტვილის მერობის კანდიდატის მხარდასაჭერად გაიმართა, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics