|
2017-11-01 15:03:55, 2106 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ვლადიმერ პუტინთან არანაირი პირადი დამოკიდებულება არ გამაჩნია
მე ვლადიმერ პუტინთან არანაირი პირდაპირი დამოკიდებულება არ მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა Deutche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას ამ საკითხზე საუბარი არ სურს. "არ მინდა პუტინზე და ჩემს მისდამი დამოკიდებულებაზე საუბარი. როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ერთ პრეზიდენტს მეორეს მიმართ?! მე ვლადიმერ პუტინთან არანაირი პირადი დამოკიდებულება არ მაქვს, მაგრამ მაქვს სახელმწიფოებრივი ინტერესები. ჩვენ არ გვაქვს პირადი ურთიერთობები. არსებობს ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის", - განაცხადა მარგველაშვილმა. კითხვაზე - როგორი იმიჯი აქვს პუტინს საქართველოში, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საუბარს საჭიროდ არ თვლის. "არ მგონია, რომ იმაზე უნდა ვისაუბროთ, თუ რა იმიჯი აქვს პუტინს საქართველოში", - დასძინა მან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)