04:12 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 14:53:55, 2027 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც საქმე აქვს რუსეთთან, ძალიან ფრთხილად უნდა მოიქცეს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია ისტორიული უსამართლობა იყო. ამის შესახებ პრეზიდენტმა Deutche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, რუსეთმა საქართველო იმის გამო დასაჯა, რომ ქართველმა ერმა დამოუკიდებლობა და თავისუფლება ისურვა.

"ჩემი ქვეყნის ოკუპაცია არ მომხდარა 2008 წელს, როდესაც რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. ოკუპაცია 90-იანების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის პირველ წლებში, მოხდა. მაშინ, 26 წლის წინ საქართველო დამოუკიდებლობის გზაზე დადგა. 90-იანების დასაწყისიდან საქართველოში ხდებოდა ის, რასაც დღესდღეობით ჰიბრიდულ ომს ეძახიან. ეს ის ომია, რომელიც ევროპული აუდიტორიისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. ამის მაგალითი დღეს უკრაინაში არსებობს. 2008 წელს, რუსეთმა ჩვენი რეგიონები დაიკავა და 2 კვირის შემდეგ მათი ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი თვლის, რომ საქართველომ რუსეთის მიმართ ფრთხილი პოლიტიკა უნდა აწარმოოს.

""უკრაინა დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა და მის შიდა პოლიტიკაში ჩარევა არ მინდა. არ მინდა შეფასებების გაკეთება. ვუსურვებ უკრაინას დემოკრატიის გაძლიერებას და ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს მოემსახურებიან. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები, რადგან როგორც იცით საქმე გვაქვს რუსეთთან. ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც საქმე აქვს რუსეთთან, განსაკუთრებით ჩვენს პრობლემურ რეგიონში უნდა მოიქცეს ძალიან ფრთხილად, რომ რაიმე სახის პროვოკაციას არ წამოეგოს. ასევე, იმისათვის, რომ შეინარჩუნოს მშვიდობა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, რომელიც არის მსხვილი სამხედრო და ბირთვული სახელმწიფო. ფრთხილად მოქცევა ნიშნავს იყო დაკვირვებული და მოერიდო ნებისმიერი სახის კონფლიქტს რუსეთთან. ჩვენ უნდა დაველოდოთ ისტორიულ მომენტს, როდესაც შევძლებთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენას. ისტორიული მომენტი ბერლინის კედლის დაცემაა. ეს მომენტია, როდესაც ხალხს ეძლევა შესაძლებლობა ხელოვნურად შექმნილი კედლები დაანგრიოს. მავთულხლართები ჩვენს ტერიტორიაზე ბერლინის კედლის ანალოგია. ასეთი მომენტი ჯერ არ დამდგარა, ამიტომ ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა უნდა გავაგრძელოთ.  უნდა გავაგრძელოთ მუდმივი დიალოგი იმ მოქალაქეებთან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ამ ხალხის უფრო მეტ ინტეგრაციას ჩვენს საზოგადოებაში და ასევე, შევქმნათ ქვეყანაში სტაბილურობის განცდა. არ მინდა კონკრეტული ტერმინების გამოყენება, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ პირადად ჩემთვის ასეთი ისტორიული მომენტი დადგება მაშინ, როდესაც რუსული პოლიტიკური ელიტა შეწყვეტს ლოზუნგებით საუბარს და აგრესიულ განცხადებებს აღარ გააკეთებს", - განაცხადა მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics