|
2017-10-31 15:13:21, 1852 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა და ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფინეთის თავდაცვის მინისტრი იუსტი ნინისტოს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ფინეთში ახლად დაარსებულ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრთან თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა ფინურ მხარეს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის, ასევე, აღნიშნა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ფინელი დამკვირვებლების ჩართულობის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა ფინეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი მტკიცე პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)