|
2017-10-30 14:20:26, 2035 ნახვა
პოლიტიკა
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია ხუთშაბათს შეიქმნება
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია ხუთშაბათს შეიქმნება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელმოწერების შეგროვება დასრულებულია. „საქმე ეხება მხოლოდ ოთხ საკითხს, რაზეც ჩვენ შევთანხმდით ვენეციის კომისიასთან. საუბარია ბონუსის სისტემის გაუქმებაზე, ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე, ზუსტდება რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული ჩანაწერი და ასევე ზუსტდება ჩანაწერი, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის ოთხი ცვლილება, რომელიც შევა კონსტიტუციაში. ამისათვის შეიქმნება სპეციალური კომისია მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ეს კომისია გააგრძელებს მუშაობას ერთი თვის განმავლობაში და ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო განხილვები. დეკემბერში გვექნება ორი მოსმენა, მარტში - მესამე მოსმენა. კონსულტაციები კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის დასრულებული, გვაქვს კონკრეტული შეთანხმება ვენეციის კომისიასთან, რომლის აღსრულებასაც უზრუნველყოფს პარლამენტი“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)