|
2017-10-30 12:41:37, 2103 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად აზერბაიჯანში იმყოფება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში, რომელზეც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიწვია. ღონისძიებაზე დასასწრებად აზერბაიჯანში ასევე იმყოფებიან ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)