|
2017-10-29 10:59:25, 1954 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, რომ თიანეთთან დაკავშირებით პრობლემა სამართლებრივ ჭრილში გადაწყდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში თიანეთის მერობის არჩევნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც თიანეთის მერი თამაზ მეჭიარუი იქნება, პატივი უნდა სცენ. „ორი სხვადასხვა, საუბნოსა და საოლქო კომისიის გადაწყვეტილება იყო და სასამართლომ კონკრეტულ არგუმენტებზე დაყრდნობით როგორც ჩანს უპირატესობა მიანიჭა საუბნო კომისიის გადაწყვეტილებას. ეს სასამართლოს გადასაწყვეტი იყო და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას, ეს თავის მხრივ მიანიშნებს იმას, რომ სასამართლო აღარ არის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ქვედანაყოფი, როგორც იყო წარსულში და სასამართლო არის დამოუკიდებელი, რომელიც საკუთარი არგუმენტების დ შეხედულებების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას“,-აღნიშნა კობახიძემ. კობახიძე ასევე გამოეხმაურა თამაზ მეჭიაურისა და ზაქარია ქუცნაშვილის დაპირირსპირებას და აღნიშნა, რომ ეს სასიამოვნო მოსასმენი არ იყო: „სასიამოვნო მოსასმენი ეს დაპირისპირება ნამდვილად არ იყო. ზოგადად ეს შემიძლია აღვნიშნო. კიდევ ერთხელ, თიანეთში ყველაფერი უნდა გადაწყვეტილიყო სამართლებრივ ჭრილში და მადლობა ღმერთს, სამართლებრივად გადაწყდა ის დავა, რომელიც წარმოებდა. შეიძლება ეს ჩვენთვის სასიამოვნო არ იყო, რადგან სასამართლომ "ქართული ოცნების“ საპირისპირო გადაწყვეტილება გამოიტანა, თუმცა მთავარია, რომ სამართლებრივ ჭრილში გადაწყდა პრობლემა“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კითხვაზე-ზაქარია ქუცნაშვილის საკითხს თუ განიხილავთ პოლიტსაბჭოზე, კობახიძემ ასეთი პასუხი გასცა:
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)