|
2017-10-25 20:27:03, 2408 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, სამწუხაროდ, ქვეყანამ უარი ჯერ კიდევ ვერ თქვა
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ქვეყანაში საარჩევნო გარემო არაკონკურენტული იყო. როგორც პრეზიდენტმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, თუმცა იყო გარკვეული დარღვევები, რომელსაც აუცილებელია, პასუხი გაეცეს. გიორგი მარგველაშვილმა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ამაზე უარი ჯერ კიდევ ვერ თქვა. „გარდა ცოტა ხნის წინ, ჟინვალში მომხდარი ძალიან სადარდებელი შემთხვევისა, არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში, ძალადობრივი ინციდენტების გარეშე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად, იყო დარღვევები და ახლა მნიშვნელოვანია ამ დარღვევებს, ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, გავცეთ პასუხი. არაკონკურენტული იყო ნამდვილად გარემო, ეს არის რეალობა გამომდინარე იმ ნათლად დანახული ფინანსური ძალიან დიდი ნაკადისგან, რომელიც აქვს მმართველ პარტიას. არჩევნებზე ნათლად გამოჩნდა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ქვეყანამ უარი ვერ თქვა. ძალიან ბევრი კითხვა დაისვა საჯარო მოსამსახურეების ნებასთან მიმართებაში, რამდენად იყო თავისუფალი მათი ნება და მათი უშუალო ხელმძღვანელები რამდენად არ აკონტროლებდნენ მათ ნებას. აქ საუბარია ადამიანებზე, რომელთათვისაც სამსახური არ უნდა იყოს პოლიტიკური არჩევანის რისკთან დაკავშირებული. თუ ჩვენ ადამიანებს, ვინც დღეს სახელმწიფოს ემსახურება, საჯარო სექტორში მსახურობს, რაღაც აქცენტს გავუკეთებთ მივიდნენ თუ არა არჩევნებზე და როგორ მისცენ ხმა, ეს რა თქმა უნდა არა მარტო ნების თავისუფალ გამოვლინებაშია პრობლემა, არამედ ეს ადამიანის ღირსების შემლახავია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)