|
2017-10-24 14:42:48, 2021 ნახვა
კომენტარი
ინაშვილი ნათელაშვილს: შენნაირი გამოცდილი პოლიტვაჭარი რომ სხვებზე საუბრობს, სასაცილოა
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ირმა ინაშვილმა, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს, შალვა ნათელაშვილს "პოლიტვაჭარი" უწოდა. ამის შესახებ ინაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. ინაშვილის ეს განცხადება, შალვა ნათელაშვილის ბრალდებებს მოჰყვა, რომელმაც "პატრიოტთა ალიანსი" ხელისუფლებასთან თანამშრომლლობაში დაადანაშაულა. "კეთილი რჩევა შალვა ნათელაშვილს: ა) შალვა, შენნაირი გამოცდილი პოლიტვაჭარი რომ სხვებზე საუბრობ, სასაცილოა. ბ) არასდროს გამიცია შენთვის პასუხი, მამაჩემის პატივისცემის გამო, რომელიც ახლოს გიცნობდა, მაგრამ ყველა ზღვარს გადააბიჯე. ახლა იცოდე, არც ერთი შენი ბოდვა არ დარჩება უპასუხოდ. გ) პოლიტიკა არაა ცირკი, სადაც შენ ჟონგლიორობ 20 წელია. პოლიტიკა პროცესია, ბრძოლაა, სტრატეგიაა და ტაქტიკაა, რაც შენ მხოლოდ ბრიფინგი და ცირკი გგონია. შენი შექმნილი ერთი პოლიტიკური პროცესი გამახსენე, ძალიან დამავალებ, მაგრამ ჟონგლიორებს მხოლოდ ბავშვების გართობა შეუძლიათ და არა სერიოზული პოლიტიკის წარმოება. ე) ჩემი აზრით, ყველა პარტიის ლიდერი უნდა გადიოდეს ფსიქიატრიულ შემოწმებას. განსაკუთრებით, არჩევნების წინ და შემდგომ პერიოდში. ვ) დამშვიდდი, შალვა და მიხვდი, რომ ამდენი ბოდვა მავნებელია ხორცისთვისაც და სულისთვისაც", - წერს ინაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)