06:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-24 12:15:09, 896 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სოფლის ექთნებს ხელფასს გაუზრდის

2018 წლის პრიორიტეტების ფარგლებში, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნებს შრომის ანაზღურებას 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულებს 100 ლარით გაუზრდის.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაცით, თანხა 2018 წლის იანვრიდან გაიცემა.

„დანამატი - სოფლის პჯდ ცენტრებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამის ფარგლებში გაიცემა და გაზრდილ ანაზღაურებას 110 ექთანი მიიღებს.

აღნიშნული ცვლილების განხორციელება მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლში, მინისტრის - ზაალ მიქელაძის, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების სამედიცინო პერსონალთან გამართული შეხვედრების შემდეგ გადაწყდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, 2014 წლიდან დამატებითი შრომის ანაზღაურებას, მხოლოდ სოფლის ექიმებზე გასცემდა. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის - 300 ლარს, ხოლო ბარში დასაქმებულთათვის - 150 ლარს.

პროგრამის მიზანია სოფლის ექიმებისა და ექთნების ადგილზე დამაგრება. სოფლის მოსახლეობის უწყვეტი, ბაზისური სამედიცინო მომსახურეობით უზრუნველყოფა.

მიმდინარე წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეში პირველადი ჯანდაცვის ცენტრების მომსახურებით ისარგებლა 35 064-მა პაციენტმა.

2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი 429 600 ლარი იქნება“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics