|
2017-10-22 15:14:06, 2220 ნახვა
პოლიტიკა
წინასწარი შედეგებით, ფოთში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა 55,14%-ით გაიმარჯვა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ფოთის მერობის არჩევნებში 55,14%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გოჩა კურდღელიამ გაიმარჯვა. ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხმები 32-ვე უბანზეა დათვლილი. შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოს” კანდიდატი ვახტანგ დარცმელიძეა (13.36%); მესამე ადგილზე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი მაკა ჯინჯოლია (12,81%). რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მონაცემები ასეთია: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” მაია ჩხარტიშვილი - 9,31%; საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა -თავისუფალი საქართველო” ოთარ ხარჩილავა - 8.24%; საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო” ინგა ჭანტურია - 0,53%; „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა” თენგიზ ხოფერია - 0,6%;
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)