22:38 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 15:59:29, 1836 ნახვა

პოლიტიკა
ბიბილაშვილის ინფორმაციით, საბურთალოს მესამე საოლქო კომისიაში ე.წ. კარუსელის შემთხვევები დაფიქსირდა

 „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნები მძიმე დარღვევების ფონზე მიმდინარეობს.

 ბიბილაშვილის ინფორმაციით, საბურთალოს ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში  ერთი ბიულეტენი გაქრა.  

„არჩევნები მიმდინარეობს მძიმე დარღვევების ფონზე, ასეულობით  საჩივარი იყო, რომელიც როგორც თბილისში ასევე საქართველოს მასშტაბით შედიოდა, ფიქსირდება შემთხვევები როდესაც კომისიის თავმჯდომარეები უარს აცხადებენ საჩივრების მიღებაზე, მაგალითად მოსკოვის პროსპექტზე და აფრიკის დასახლებაში არის რამდენიმე მძიმე დარღვევა. იქ კომისიის წევრები ცდილობენ საჩივრის შევსებას და შეტანას, მაგრამ თავმჯდომარეები უარს აცხადებენ საჩივრების მიღებაზე. ჩვენ ასევე ვაზუტებთ იმ საჩივრების რაოდენობას  ზუსტად რომელიც ამ ეტაპისთვის არის შეტანილი როგორც  თბილისში ასევე რეგიონებში“,-განაცხადა ბიბილაშვილმა.

როგორც ბიბილაშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ერთ კონკრეტულ უბანზე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მარკირება გავლილი ადამიანი ხელმეორედ შეეცადა ხმის მიცემას.

„ვაკის 76-ე უბანზე, ერთ უბანზე მხოლოდ ორი საათის განმავლობაში  დაფიქსირდა სამი შემთხვევა როდესაც ადამიანი, რომელსაც მარკირება ჰქონდა გავლილი, შეეცადა შესვლას და ხმის მიცემას ამ ერთ კონკრეტულ უბანზე. ბუნებრივია ჩვენი შესაძლებლობა გავაკონტროლოთ ყველა ასეთი შემთხვევა საკმაოდ შეზღუდულია. მაგრამ ის ფაქტი, რომ ერთ უბანზე ორჯერ და  სამჯერ ჰქონდა ასეთ შემთხვევას ადგილი შემაშფოთებელია.  დაფიქსირდა „კარუსელის“  შემთხვევები საბურთალოს მესამე საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალ მეცამეტე საარჩევნო კომისიაში. გადასატან ყუთში, რომელშიც იყო 7 საარჩევნო ბიულეტენი აღმოჩნდა, რომ ერთი ბიულეტენი ამ შვიდიდან დაიკარგა. ჩვენ გვაქვს აუდიოჩანაწერი, როდესაც კომისიის წევრი ადასტურებს ამას და ამბობს, რომ ეს არის დაკარგული ბიულეტენი. ეს არის კლასიკური მეთოდი ე.წ. კარუსელის ჩატარებისა, როდესაც ერთი ბიულეტენი ქრება,შემდგომ ამ ერთ ბიულეტენს ატრიალებენ ამ უაბნზე და შეიძლება ოლქის მასშტაბითაც კი. ეს არის ძალიან მასშტაბური და ძალიან შემაშფოთებელი  და ძალიან სერიოზული დარღვევა.

ასევე გვაქვს ფოტო მასალა, რომელიც ადასტურებს რომ ბოლნისის 23-ე ოლქში შემავალ 20 საუბნო საარჩევნო კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მოსულ ამომრჩეველს ხვდება, მიყვება კაბინაში და მათთან ერთად ხაზავს გაგიკვირდებათ და 41-ს“,-დასძინა ბიბილაშვილმა.

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics