00:03 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 12:32:11, 1803 ნახვა

პოლიტიკა
ბეჟაშვილის ინფორმაციით, ბოლნისში „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს თავს დაესხნენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, დედაქალაქში ხმის მიცემის პროცესი უპრეცედენტო დარღვევებით მიმდინარეობს.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ყველა ამომრჩეველს აღრიცხავენ.

„ეს არის არჩევნების ფარულობის პრინციპის უხეში დარღვევა ამიტომ ამ წუთამდე ველოდებით  ცესკო-ს თავმჯდომარისგან კონკრეტულ განცხადებას ამ ფაქტთან დაკავშირებით. მიზანი არის ის, რომ მოხდეს ზეწოლა ადმინისტრაციულ რესურსზე და აღრიცხვა გააკეთონ ვინ გამოცხადდა უბანზე და ვინ არა“, -განაცხადა  ლევან ბეჟაშვილმა.

კიდევ ერთი დარღვევა „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით დაფიქსირდა დუშეთის #13 უბანზე. პარტიაში აცხადებენ, რომ ამ წუთამდე არ არის შესული მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო ბიულეტენები და პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს.

„ეს არის არჩევნების ბათილობის საფუძველია ამ უბანში,“-განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლნისში #20 უბანზე თავდასხმა მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" საუბნო კომისიის წევრებზე, რომლებმაც მიუთითა კომისიის სხვა წევრებს, რომ არ მოეხდინათ აგიტაცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

„მოხდა მისი ცემა,“-განაცხდაა ბეჯაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics