21:10 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 19:25:12, 1962 ნახვა

პოლიტიკა
კოჟორიძე: იუსტიციის საბჭომ კონსტიტუციით გაზრდილი პასუხისმგებლობა პრობლემების მოსაგვარებლად უნდა გამოიყენოს

ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე შეშფოთებას გამოთქვამს იუსტიციის საბჭოში ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო.

კოჟორიძე   აცხადებს, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით იუსტიციის საბჭოსათვის გაზრდილი უფლებამოსილებები ამ უწყებამ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად უნდა გამოიყენოს და არა ახალი პრობლემების შესაქმნელად.

"წლების განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ საზოგადოება ინფორმირებულია, თუ რა ფუნდამენტური პრობლემები არსებობს. კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამ კონსტიტუციურ ორგანოს უზრდის უფლებამოსილებას და შესაბამისად, მას უნდა გაეზარდოს პასუხისმგებლობა. და იმის ნაცვლად, რომ ეს გაზრდილი პასუხისმგებლობა გამოყენებულ იყოს ამ პრობლემების მოგვარებისთვის, ჩვენ ვხედავთ ახალ პრობლემებს. უაღრესად შემაშფოთებელია დღევანდელი ამბავი, რომ თურმე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის ასრულებს თავის პროფესიულ ვალდებულებას, არის მსხვერპლი უცენზურო სიტყვების და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების. ცხადია, ეს არის შემაშფოთებელი. ალბათ აუცილებელია, რომ ყველა იმას, ვისაც ხელეწიფება ამ პრობლემების მოგვარება, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს ამ პრობლემების მოგვარებაზე. აუცილებელია, გაიზარდოს საზოგადოებრივი კონტროლი ამ ორგანოზე, გაიხსნას მისი სხდომები და იქ, სადაც შესაძლებელია საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ დაესწროს სხდომებს, მოისმინოს იქ მიმდინარე პრობლემები და იყოს მეტი საჯაროობა", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics