21:10 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 11:00:38, 1781 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: საქართველო და სხვა ასოცირებული ქვეყნები, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის წინა ხაზზე დგანან

"საქართველო და სხვა ასოცირებული პარტნიორი ქვეყნები, ევროკავშირისა და მისი მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული  მძიმე აგრესიის  წინა ხაზზე დგანან“,-ამის შესახებ საქართველოს ვიცე- პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საგარო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა, როგორც ევროპული  სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიული განზომილება, რეგიონში სტაბილურობის, პოლიტიკური ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური განვითარების მთავარი გარანტია.

ჯანელიძემ ასევე იმ შედეგებზე ისაუბრა, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა ბოლო წლებში მიაღწიეს.

ჯანელიძემ  მათ შორის ყურადღება გაამახვილა უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე საქართველოს მოქალაქეებისათვის, რასაც წინ უძღოდა მნიშვნელობანი ძალისხმევა, გატარებული რეფორმები და სამუშაოები.

 მიხეილ ჯანელიძემ  ქართველი ხალხის სახელით ევროპარლამენტარებს მადლობა გადაუხადა ვიზალიბერალიზაციის პროცესში გამოხატული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგომ  შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, საქართველომ  აამუშავა ყველა საჭირო მექანიზმი და   ჯერ კიდევ მიმდინარეობს ყოვლისმომცველი  საინფორმაციო კამპანია, სადაც ზედმიწევნითაა ახსნილი მოქალაქეების  უფლებები და ვალდებულებები.

როგორც სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მიღებული გამოცდილება და მიღწეული შედეგები საქართველოს დაეხმარება  განსაზღვროს სამომავლო ნაბიჯები.

მისი შეფასებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა უნდა აჩვენოს  ნათელი პოლიტიკური ხედვა და  მომავალი  მიზნები.

 "აღნიშნული ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ნდობა მხოლოდ პრაქტიკულ შედეგებს არ  ეფუძნება"- დასძინა მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics