|
2015-05-02 09:42:00, 365 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი მზად არის პრეზიდენტს შეხვდეს
„მზად ვარ პრეზიდენტს ნებისმიერ დროს შევხვდე, თუკი მას ამის სურვილი, დრო და ნება ექნება“,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. მისივე თქმით, ის იმ უწყების ხელმძღვანელია , რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ქვეყნის პრეზიდენტთან. "მე ვარ საქართველოს მთავრობაში დღეს იმ სამინისტროს ხელმძღვანელი, რომელიც შესაძლოა ერთადერთია,ვისაც პირდაპირი კავშირი აქვს ქვეყნის პრეზიდენტთან, როგორც ამ შემთხვეაში ქვეყნის მთავარსარდალთან. ამიტომ ჩემი მხრიდან დღეს კომენტარები იმაზე, დამაჯერებელია თუ არა, რასაც პრეზიდენტი პარლამენტისთვის მთავრობის შემადგენლობის წარდგენის გადავადებაზე ამბობს, აბსოლუტურად არასწორი და არაკორექტული მგონია. იმ წუთიდან მოყოლებული, რაც პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრად დამნიშნა, მზად ვარ შევხვდე ქვეყნის პრეზიდენტს, თუკი მას ამის სურვილი, მზად ვარ შეხვედრისთვის ახლავე, დაუყოვნებლივ, ამ ეთერიდან წავიდე. როდესაც ექნება მას სურვილი, დრო და ნება მზად ვარ შევხვდე და ვილაპრაკოთ ჩემს საწყისზეც, გეგმებზეც და პრაქტიკულ საქმიანობაზეც , რას ვაკეთებთ ხვალ და ზეგ, როგორ ვთანამშრომლობთ, როგორც თავდაცვის მინისტრი და ქვეყნის მთავარსარდალი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)