|
2017-10-19 17:15:40, 1986 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ
„ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა თავიდანვე იყო სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფა და ეს მიზანი იქნება რეალიზებული. ამისათვის ყველაფერს აკეთებს „ქართული ოცნება“, - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, დიპლომატიურ კორპუსს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით განსაკუთრებული შეკითხვები არ ჰქონია. „თქვენ ალბათ უკვე ნახეთ ამერიკის ელჩის განცხადება, სადაც მან შეაფასა წინასაარჩევნო გარემო როგორც თავისუფალი და თანაბარი. რა თქმა უნდა, არჩევნების დღეც იქნება ძალიან მშვიდი, თავისუფალი და კონკურენტული ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ პირველ ტურში და ამისათვის საჭიროა, რომ თითოეული ჩვენი მხარდამჭერი მოვიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი“ - აღნიშნა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ. თამარ ჩუგოშვილის თქმით, დიპლომატიურ კორპუსს ინფორმაცია მიაწოდეს იმასთან დაკავშირებით თუ რა მაჩვენებლებით გაუმჯობესდა არსებული საარჩევნო გარემო წინა წლებთან შედარებით. „აქცენტი გავაკეთეთ იმ პოზიტიურ მხარეებზე, რითიც გაუმჯობესდა წლევანდელი საარჩევნო გარემო გასული პერიოდის საარჩევნო გარემოსთან შედარებით. კითხვები პრაქტიკულად არ ყოფილა. იყო სულ რამოდენიმე შეკითხვა. ერთ-ერთი მაგალითად შეეხებოდა იმას, თუ ამომრჩეველთა რამდენი პროცენტის მოსვლას ველოდებით არჩევნებზე, იყო ასევე ქალთა მონაწილეობასთან დაკავშირებული შეკითხვები“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები დღეს დიპლომატიურ კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საარჩევნო გარემო განიხილეს.
(NS)
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)