21:10 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 15:30:23, 1779 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარი: ე.წ. აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების მოწვევა ევროპარლამენტში სასაცილოა

ევროპარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე მიჰაელ გალერი   ე.წ.„აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების" ბრიუსელში მიწვევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროპარლამენტი, ისევე როგორც ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, შეუძლებელია ცალკეულ წევრებს კერძო პირების მოპატიჟება აეკრძალოთ, მაგრამ  მსგავს ქმედებებს არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს და შესაბამისად ევროპარლამენტის პოზიციაზე გავლენას არ ახდენს.

 "ჩემთვის ცნობილია ე.წ. „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩის" მოწვევის შესახებ. ეს სასაცილოა და არ აქვს არანირი პოლიტიკური მნიშვნელობა. ეს ადამიანები  არ წარმოადგენენ ლეგიტიმურ სტრუქტურას და ის კოლეგები, რომლებიც ცდილობენ ამ შთაბეჭდილების შექმნას წარმოადგენენ ძალიან პატარა ჯგუფს, რომელიც ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებზე", აღნიშნა ევროპარლამენტარმა გალერმა.

ინფორმაცია  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics