17:42 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 15:50:47, 2749 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთი კატალონიას ავტონომიის სტატუსის ჩამორთმევით კიდევ ერთხელ დაემუქრა

თუ კატალონიის მეთაური კარლეს პუჩდემონი დამოუკიდებლობის შესახებ განცხადების გაკეთების იდეას არ დაივიწყებს, ესპანეთის ხელისუფლება კონსტიტუციის 155-ე მუხლს აამოქმედებს, - ამის შესახებ ესპანეთის ვიცე-პრემიერმა სორაია საენს დე სანტამარიამ განაცხადა.

როგორც BBC იუწყება, ოფიციალური მადრიდი კარლეს პუჩდემონის წერილს გამოეხმაურა და მას ახალი ულტიმატუმი წაუყენა.

ვიცე-პრემიერს კატალონიის მეთაურის წერილი არალეგიტიმურად მიაჩნია. მისი თქმით, პუჩდემონმა არ გასცა პასუხი, აპირებს თუ არა დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

პუჩდემონს კატალონიის ირგვლივ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, მარიანო რახოისთან შეხვედრა სურს. სწორედ ამიტომ, მან ოფიციალურ მადრიდს წერილი მიწერა.

ცნობისთვის, ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლი რეგიონისთვის, ავტონომიის სტატუსის წართმევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics