|
2017-10-16 16:57:05, 1668 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იტალიის პრეზიდენტი მოიწვია
იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დელეგაციასთან ერთად იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან სერჯო მატარელასთან და იტალიის სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა. მარგველაშვილის განცხადებით, წელს საქართველო და იტალია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ამ წლების განმავლობაში, ორი ქვეყნის ურთიერთობები ერთგულ მეგობრობასთან, ნაყოფიერ თანამშრომლობასა და ძლიერ პარტნიორობასთან ასოცირდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი მიმოიხილეს და აღინიშნა იტალიის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ამ პროცესში გიორგი მარგველაშვილმა იტალიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი წვლილისათვის, სადაც იტალია 2 დამკვირვებლითაა წარმოდგენილი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იტალია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია და ასევე მხარს უჭერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. გაფართოებული ფორმატით დელეგაციებთან ერთად შეხვედრისას პრეზიდენტებმა საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის გააქტიურების შესახებ ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ 2018 წელს იტალია ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და ეუთოს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და დევნილთა საკითხის შენარჩუნება საქართველოსათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრით გიორგი მარგველაშვილმა იტალიის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია. საქართველოს პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა უმასპინძლოს საქართველოში ეუთოს ელჩებს და აღნიშნა, რომ 2008 წლიდან საქართველოს სურს შედგეს ეუთოს ელჩების ვიზიტი, თუმცა სამწუხაროდ, აღნიშნული ვიზიტი ეუთოს წევრი ერთადერთი სახელმწიფოს მიერ იბლოკება. შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ნატოს მომავალ სამიტებს და მათ მოსამზადებელ სამუშაოებს. ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში აღინიშნა, სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებისა და იტალიასთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა. აღსანიშნავია, იტალია -საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვის მოცულობის მიხედვით მე-10 ადგილს იკავებს. შეხვედრისას ასევე განიხილეს ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტის -TAP მნიშვნელობა და ამ პროექტში საქართველოს როლი. საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო კლიმატს და იტალიური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას, რასაც ხელს შეუწყობს ბიზნესურთიერთობების გააქტიურება და ბიზნესფორუმების ჩატარება, რომელსაც შესანიშნავი საფუძველი აქვს - 2017 წლის განმავლობაში რომსა და თბილისში რამდენიმე ბიზნესფორუმები ჩატარდა. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრისას მიესალმა საქართველოში მოქმედი იტალიური კომპანიების საქმიანობას.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)