18:56 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-14 17:29:45, 2300 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა შეცდომით, აშშ-ის ვირჯინიის კუნძულების გუბერნატორს პრეზიდენტი უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მორიგ გაუგებრობაში გაეხვია და მისივე თქმით, არარსებულ პრეზიდენტს შეხვდა, - ამის შესახებ CNN იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, „Values Voter Summit“-ის კონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ვირჯინიის კუნძულების პრეზიდენტს შეხვდა. აღნიშნული განცხადება არ იქნებოდა ისეთი საყურადღებო, რომ არა ერთი ფაქტი - ვირჯინიის კუნძულებს ამერიკა განაგებს. შესაბამისად კუნძულების პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. 

„მე ვიყავი ტეხასში, ფლორიდაში, ლუიზიანაში და წავედი პუერტო-რიკოში, ასევე შევხვდი ვიჯინიის კუნძულების პრეზიდენტს“, - განაცხადა ტრამპმა შეხვდრაზე. 

მოგვიანებით თეთრი სახლის ლიდერმა დამსწრე საზოგადოებას უამბო, თუ როგორ უმკლავდება რეგიონი სტიქიის შედეგებს. 

მოგვიანებით, თეთრმა სახლმა ოფიციალური პრესრელიზი გაავრცელა, სადაც სიტყვა "პრეზიდენტი", "გუბერნატორით" ჩაანაცვლა. 

ცნობისთვის, აშშ-ის ვირჯინის კუნძულები, კარიბის ზღვაში კუნძულების ჯგუფია, რომელიც აშშ-ის ტერიტორიას დაწარმოადგენს .

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დონალდ ტრამპი "გეოგრაფიულ" შეცდომას უშვებს. ერთი თვის წინ, ტრამპმა ნიუ-იორკში აფრიკული სახელმწიფოების პრეზიდენტებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას „ნამბია" ახსენა. ტრამპის თქმით, „ნამბიას" განვითარებადი ჯანდაცვის სისტემა აქვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics