19:53 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 16:29:31, 1733 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუსტიციის მინისტრის კრიტიკას პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა მოქალაქეობის მინიჭების საგამონაკლისო წესზე იუსტიციის მინისტრის კრიტიკას უპასუხა.

გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მეტი საჯაროობისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა ცალკეულ პიროვნებებს მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეუქმნა და მაშინ, როცა პროცესი დასრულებისკენ მიდიოდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო წერილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან, სადაც საუბარია, რომ ამ საჯაროობისკენ გადადგმული ნაბიჯებით საქართველოს პრეზიდენტი  უხეშად არღვევს კანონს და ამის შემდგომ იუსტიციის სამინისტროს სააგენტო მოკლებული იქნება ყოველგვარ შესაძლებლობას, გავლენა იქონიოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე.

„საუბარია იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა. დღეს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგზე ეს ყველაფერი გადათარგმნა პრეზიდენტის პოლიტიკურ კრიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ნათლად ვაკვირდებით პროცესის მეტი საჯაროობით და როგორც წერილშია ნათქვამი, გავლენის შესუსტებით შექმნილ დისკომფორტს, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ  პრეზიდენტის პირველი სექტემბრის ინიციატივის თანახმად, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების პროცესი აუცილებლად გახდება უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და მასში აუცილებლად ჩაერთვებიან საზოგადოების წარმომადგენლები, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი უახლოეს დღეებში ასახული იქნება  შესაბამის სამართლებრივ აქტში", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics