19:54 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 10:55:52, 1766 ნახვა

კომენტარი
მიხაელ როტი: გერმანია დარჩება თქვენს ერთ-ერთ ყველაზე ახლო პარტნიორად ევროპაში

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაელ როთის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა  ჰაიკე ფაიჩიმ უმასპინძლა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაელ როთმა და  საქართველოში გერმანიის ელჩმა.

"მინდა გერმანიის მთავრობისა და პარლამენტის სახელით დიდი მადლობა გადაგიხადოთ მჭიდრო მეგობრობისთვის. გარწმუნებთ, რომ გერმანია დარჩება თქვენს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორად ევროპაში. მოდით ავაშენოთ მეტი ხიდი ჩვენს საზოგადოებებს შორის. განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობებს შორის, რომლიც დაფუძნებული იქნება საერთო ფასეულობებზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და კულტურაზე", - აღნიშნა მიხაელ როტმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ვიზიტზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰესენის მიწაზე, რომელიც მიხაელ როტის მოწვევით განხორციელდა და ხალხთაშორისი და კულტურათაშორისი დიალოგის კარგი მაგალითია.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ ჯანელიძე ჰესენის მიწაზე ვიზიტის ფარგლებში ბად ჰერსფელდის საერთაშორისო ფესტივალის დაესწრო, რომელშიც  ქართულმა  ანსამბლმა „თუთარჩელამ" მიიღო მონაწილეობა.

გერმანიის სახელმწიფო მინისტრის საპატივცემულო საღამო მუსიკალურად სწორედ ანსამბლმა „თუთარჩელამ" გააფორმა.

მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics