|
2015-04-30 21:06:52, 3038 ნახვა
Lifestyle სამხედრო
ეკა სირაძე-დელონე: ყველას მოგიწოდებთ, დაუსაბუთებლად ტალახს ნუ ვესვრით ჩვენს ჯარისკაცებს
ყველას მოგიწოდებთ, დაუსაბუთებლად ტალახს ნუ ვესვრით ჩვენს ჯარს და ჯარისკაცებს, - ასე ეხმაურება საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე ცენტრალურ აფრიკაში ქართველი ჯარისკაცების მხრიდან, ბავშვების გაუპატიურებაში მონაწილეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც ელჩი საკუთარი Facebook-ის გვერდზე წერს, გაუპატიურების პერიოდად დასახელებულია 2013 წლის დეკემბარი - 2014 წლის ივნისი, ხოლო ქართველი ჯარისკაცები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის ივნისის შუა რიცხვებში ჩავიდნენ. „მეგობრებო, სამწუხაროა ის სკანდალი რაც ატყდა ფრანგულ და შემდგომ უკვე ქართულ პრესაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, არასრულწლოვნების გაუპატიურების ირგვლივ, თითქოს ჩვენმა ჯარისკაცებმა გააუპატიურეს 16 წლის გოგო. ალბათ საჭიროა დაველოდოთ გამოძიებას, თუმცა მინდა დადასტურებით განვაცხადო, რომ გაუპატიურების პერიოდად დასახელებულია 2013 წლის დეკემბარი - 2014 წლის ივნისი, ხოლო ქართველი ჯარისკაცები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მხოლოდ 2014 წლის ივნისის შუა რიცხვებში ჩავიდნენ. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, დაუსაბუთებელ ტალახს ნუ ვესვრით ჩვენს ჯარს და ჯარისკაცებს ამ მათთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეს ! სანამ ბრალი არ დადასტურებულა, უდანაშაულობის პრეზუმფცია ამბობს, რომ ყველა უდანაშაულოა !“, - წერს ეკატერინე სირაძე-დელონე. ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიებში მონაწილე ფრანგი და ქართველი სამხედროები ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას ახორციელებდნენ. საუბარია 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე. ფრანფული მედიის ცნობით, სამხედროები მოზარდებს საკვების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)