17:54 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 16:31:25, 2201 ნახვა

სამართალი
ლეილა მუსტაფაევა: აფგან მუხთარლის ზარების განხორციელების უფლება შეუზღუდეს

თბილისიდან გატაცებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის, რომელიც ბაქოშია დაკავებული, ზარების განხორციელების საშუალება შეუზღუდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა Facebookის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც მუსტაფაევამ აღნიშნა, მუხთარლის მხოლოდ ერთ ადამიანთან დარეკვის უფლება დაუტოვეს.

"ახლა ველაპარაკე აფგანს. სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება შეუზღუდეს. წინა დღეებში მითხრა, რომ მას მხოლოდ 3 ადამიანთან დარეკვის უფლებას აძლევდნენ. გასული კვირის შემდეგ კი, მას მხოლოდ ერთ ადამიანთან ლაპარაკის უფლება აქვს", - წერს გატაცებული ჟურნალისტის მეუღლე.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან მიმდინარე წლის 29 მაისს გაიტაცეს. მოგვიანებით ის აზერბაიჯანის საზღვარზე "დააკავეს". მას ბრალი 3 მუხლით ედება: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა. მას არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს ჯიბეში. ამჟამად მუხთარლი აზერბაიჯანში წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება. საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი რედაქტორის გათავისუფლებას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ მუხთარლი ოჯახთან ერთად საქართველოში 2 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც ის აცხადებდა, ამის მიზეზი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლის განხორციელება გახდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics