|
2017-10-02 16:54:14, 1887 ნახვა
პოლიტიკა
NDI-ის შუალედური ანგარიში უმეტესად მშვიდობიან, თუმცა არაკონკურენტულ წინასაარჩევნო გარემოზე მიუთითებს
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის პირველადი მიგნებები გამოაქვეყნა. ანგარიში 29 აგვისტო-25 სექტემბრის პერიოდს მოიცავს. ანგარიშის თანახმად, საქართველო 21 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს, ძირითადად, წყნარ და მშვიდობიან პირობებში უახლოვდება. „პოლიტიკური გარემო პლურალიზმით ხასიათდება და ამომრჩევლებს მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალება აქვთ. ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) არჩევნებისთვის მზადების პროცესშია, სამოქალაქო საზოგადოება კი აქტიურ სადამკვირვებლო ღონისძიებებს აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები საარჩევნო პროცესებს ენდობიან და გასულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებენ როგორც უსაფრთხოს, კარგად ორგანიზებულსა და ზეწოლისგან თავისუფალს. ეს არჩევნები საქართველოს საშუალებას აძლევს, სანდო არჩევნების ჩატარების დამკვიდრებული პრაქტიკა გააგრძელოს. ჯერჯერობით, იდეებისა და პოლიტიკის გარშემო დებატები და არსებითი განხილვები მცირეა. მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო შემოწირულობების 95 პროცენტი მიიღო და ვრცელ სარეკლამო კამპანიას აწარმოებს. “ქართული ოცნება” მედიაშიც თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი, მათ შორის - სამთავრობო პროექტებისა და მიღწევების გაშუქების გზით. ამის საპირისპიროდ, ოპოზიციური პარტიები რესურსების სერიოზულ ნაკლებობაზე საუბრობენ, რაც მათ კარდაკარის კამპანიის გარდა სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარებაში ხელს უშლის. ოპოზიცია აცხადებს, რომ სახსრების და რესურსების ასეთი უთანასწორო განაწილება ჯანსაღ შეჯიბრს შეუძლებელს ხდის. პარტიები და კანდიდატები ან ძალიან თავდაჯერებულნი არიან, ან შეგუებულნი გარკვეულ შედეგს. უმეტესად მშვიდობიანი გარემოს მიუხედავად, მარნეულსა და ხობში “ევროპული საქართველოს” წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის რამდენიმე ფაქტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია“,-ნათქვამია ანგარიშში. მათივე შეფასებით, ოპოზიციური პარტიები ასევე პრობლემატურად ასახელებენ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, მმართველის პარტიის მხრიდან დაშინებისა და საარჩევნო კომისიების მიკერძოებული დაკომპლექტების ფაქტებს. თუმცა დაფიქსირებული ხარვეზების მიუხედავად ოპოზიციური პარტიები ფორმალური საჩივრების წარდგენისგან თავს იკავებენ. ისინი აცხადებენ, რომ საჩივრების განხილვის პროცესს არ ენდობიან და ხშირად კონკრეტული მტკიცებულებების მოსაპოვებლად საკმარისი რესურსი არ გააჩნიათ. “მიუხედავად იმისა, რომ მეტწილად მშვიდობიან საარჩევნო გარემოს მივესალმებით, ძალადობის ერთმა ფაქტმაც კი შეიძლება, საარჩევნო პროცესებისადმი ნდობა შეარყიოს.აუცილებელია, რომ შესაბამისმა უწყებებმა ყველა ღონე იხმარონ, რათა სწრაფად და მიუკერძოებლად დასაჯონ მოძალადეები და ნებისმიერი ტიპის ძალადობისადმი ნულოვანი ტოლერანტობა გამოიჩინონ“,-აცხადებენ NDI-ში. NDI-ის სადამკვირვებლო მისია შედგება: მისიის კორდინატორისგან, 12 გრძელვადიანი საერთაშორისო დამკვირვებლისგან, და ორი ანალიტიკოსიდან, რომლებიც არჩევნების პროცესში დეზინფორმაციის როლსა და საარჩევნო პროცესებში ჩართული სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობას აკვირდებიან. 29 აგვისტო-25 სექტემბრის პერიოდში მისია 64-დან 59 საარჩევნო ოლქს ეწვია და 350-ზე მეტი შეხვედრა გამართა მთავრობის, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან. მისიის წევრები ასევე დაესწრნენ კამპანიის ღონისძიებებს, საარჩევნო კომისიის სხდომებსა და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა აქტივობებს. დელეგაცია საქმიანობას საარჩევნო პროცესების დასრულებამდე გააგრძელებს. წინამდებარე ანგარიში ივლისში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო გარემოს შეფასებებს ეყრდნობა, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: www.ndi.org. არჩევნების დღისთვის მისიის წევრებს მოკლევადიანი დამკვირვებლების მაღალი დონის დელეგაცია შემოუერთდება.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)