|
2017-09-28 18:20:45, 2139 ნახვა
კომენტარი
ჩიხრაძე: როგორც ოპოზიცია, ისე პრეზიდენტი განწყობილია იმისათვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს
"როგორც ოპოზიცია, ისე პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია განწყობილია იმისათვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს",-ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, " ქართულ ოცნებას" შეხვდეს: "ვეტოსთან დაკავშირებით უკვე ერთგვარი კონსესუსი არსებობს ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებაში. ვეტოს ითხოვს პოლიტიკური ოპოზიცია და ვეტოს ითხოვს ქართული ოცნება. შესაძლოა საკითხების ნუსხა განსხვავებული იყოს, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც ორივე მხარის მოთხოვნებში ფიგურირებს. აქედან გამომდინარე დღეს იყო შეხვედრა პოლიტიკურ ოპოზიციასთან. სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები არ იყვნენ, მაგრამ როგორც ოპოზიცია, ისე პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია განწყობილია იმისათვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს. ჩვენ შევხვდებით ქართულ ოცნებას თუ ამისი სურვილი მათი მხრიდან იქნება, მოვისმენთ მათ მოსაზრებებს, როგორ წარმოუდგენიათ ეს პროცესი და ამავე დროს, გავაგრძელებთ დიალოგს ისევ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთანაც",-აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)