|
2017-09-26 19:10:27, 2788 ნახვა
კომენტარი
ანა დოლიძე: კონსტიტუცია უნდა ყოფილიყო ყველასი და დღეს არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია უნდა ყოფილიყო ყველასი და მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც დღეს არავისი არ არის, გარდა "ქართული ოცნებისა". "კონსტიტუციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია იყო თავიდანვე, რომ ახალი კონსტიტუცია უნდა ყოფილიყო დოკუმენტი, რომელიც იქნებოდა ყველასი - ყველას კუთვნილება, თუმცა სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა. ეს არის გაშვებული ისტორიული შანსი, რომ ერთხელ შექნილიყო თანხმობის კონსტიტუცია, თანხმობის დოკუმენტი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა დემოკრატიული წესწყობილებისკენ", - განაცხადა ანა დოლიძემ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე. ცნობისთვის, პარლამენტმა დღეს კონსტიტუციური კანონპროექტები საბოლოო მოსმენით მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)