06:57 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 11:16:14, 2388 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრაპმა 8 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ზომები გააფართოვა და 8 ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალა, - შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, შეზღუდვები ჩადის, ირანის, ლიბიის, ჩრდილოეთ კორეის, სირიის, ვენესუელის და იემენის მოქალაქეებს შეეხო.

პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია, იმით რომ, ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხე არ გაიზარდოს.

"ჩემი მთავარი ამოცანაა, დავიცვა ამერიკელი ხალხის უსაფრთხოება", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, 26 ივნისს აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ ნაწილობრიოვ ნება დართო პრეზიდენტ ტრამპს 6 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვები შემოეღო. ეს ქვეყნებია: ირანი, იემენი, ლიბია, სირია, სომალი და სუდანი. ამასთან, აშშ-ში ლტოლვილების მიღებაც აიკრძალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics