|
2015-04-29 14:36:49, 350 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშილი: ჩვენს მიერ კონსტიტუციაში დაბრუნებული დემოკრატიის მექანიზმი ამუშავდება, რაც ძალიან კარგია
„ჩვენს მიერ კონსტიტუციაში დაბრუნებული დემოკრატიის მექანიზიმი ამ დღეებში კიდევ ერთხელ ამუშავდება და ეს ძალიან კარგია“,-ამის შესახებ პარლემტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხდა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრს აქვს შესაძლებლობა 1/3-მდე მინისტრები თავისი შეხედულებისამებრ შეცვალოს. მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნული ცვლილებები კონსტიტიციაში იმისათვის მიიღო, რომ პარლამენტის როლი ამ პროცესში სათანადო ყოფილიყო. „პრემიერ-მინისტრს აქვს ორ კვირიანი ვადა, იმისთვის რომ შეარჩიოს ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი მინისტრები, შემდგომ მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად , იმ განახლებულ შემადგენლობას და განახლება ითვლება მას შემდეგ რაც, ახალი მინისტრები დაინიშნებიან თანამდებობებზე, უკვე პრეზიდენტი წარმოუდგენს პარლამენტს და მერე პარლამენტს აქვს 7 დღიანი ვადა ამ საკითხზე ჩამოსაყალიბებლად და გადაწყვეტილების მისაღებად. მოგეხსენებათ ეს ჩვენს მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების შედეგად არის ეს ვალდებულება, თორემ კონსტიტუცია მანამდე ითვალისწინებდა იმას, რომ მინისტრები დაუსრულებლად შეიძლებოდა შეცვლილიყო და პარლამენტს არაფერი აღარ ეკითხებოდა, აი იმ პირველი ნდობის გაცემის შემდეგ. ჩვენ 2 წლის წინ მივიღეთ ეს ცვლილებები კონსტიტუაციში, რათა პარლამენტის როლი ამ პროცესში იყოს სათანადო და პრემიერ-მინისტრს აქვს შესაძლებლობა ერთ მესამედამდე რაოდენობის მინისტრები თავის შეხედეულებისამებრ შეცვალოს, საჭიროა უკვე პარლამენტის ჩართულობაც. ასე რომ ჩვენს მიერ კონსტიტუციაში დაბრუნებული დემოკრატიის მექანიზიმი ამ დღეებში კიდევ ერთხელ დამუშავდება და ეს არის ძალიან კარგი“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)