01:22 - 28 Jun, 2026
|
2017-09-23 17:06:31, 2156 ნახვა
კომენტარი
ლადო ათანელი: ზურაბ სოტკილავასთან ერთად სცენაზე დგომა ჩემთვის დიდი პატივი იყო
„ზურაბ სოტკილავას გარდაცვალება ქვეყნისთვის უდიდესი დანაკლისია“, - ამის შესახებ ცნობილმა ბარიტონმა, ლადო ათანელმა ჟურნალისტებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში განუცხადა, სადაც ზურაბ სოტკილავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. როგორც ათანელმა აღნიშნა, ძალიან მძიმეა ისეთ ადამიანზე საუბარი, როგორიც სოტკილავა იყო. „ის იყო მართლაც დიდი პიროვნება და ხელოვანი. მისი საოცარი ტენორი საოცრად ჟღერადი იყო და მთელ მსოფლიოს დაამახსოვრდება. ბედნიერი ვიყავი, როდესაც გასტროლების დროს გვიწევდა ერთად ცხოვრება. ის ძალიან კეთილი იყო და აბსოლუტურად ყველა ადამიანის ქომაგი. ჩემთვის დიდი პატივი იყო მასთან ერთად ერთ სცენაზე დგომა“, - აღნიშნა ლადო ათანელმა. ცნობისთვის, ოპერისა და ბალეტის თეატრში ზურაბ სოტკილავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)